შესვლა

ჰაკერები სოციალურ ქსელ facebook-ზე ყოველდღიურად 600 000-ჯერ შედიან და ათასობით ანგარიშს ტეხავენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად facebook-ის ადმინისტრაცია ადასტურებს. facebook-ის წარმომადგენლებმა მომხმარებლებს უსაფრთხოების ახალი სტანდარტების დაცვაც შესთავაზეს..

უსაფრთხოების ექსპერტების განცხადებით, მომხმარებლებმა უმჯობესია რთული პაროლები შეარჩიონ და განსაკუთრებით გაფრთხილდნენ მეგობრების დამატების დროს.

კომპიუტერული დაცვის ორგანიზაციის Sophos-ს უფროსმა ტექნიკურმა კონსულტანტმა გრემ კლულიმ განაცხადა, რომ როდესაც მომხმარებელი პირველივე ცდაზე ვერ შედის ანგარიშზე, ეს ნიშნავს, რომ ის უკვე მოინახულა ჰაკერმა.

ჰაკერების მიზანია, რაც შეიძლება მეტი ფსევდო-ანგარიშების გახსნა, ადამიანების დამატება და მათი მეშვეობით ფალსიფიცირებული საქონლის გაყიდვა.

Facebook-ი ამ პრობლემის გადასაჭრელად ახალ ფუნქციას ქმნის, რომელსაც "სანდო მეგობრები" ეწოდება. ახალი ფუნქცია შეძლებს, რეალური ანგარიშის გარჩევას ჰაკერის მიერ შექმნილი პროფილისგან.

Facebook-ში ამჟამად 800 მლნ ადამიანია გაწევრიანებული და საერთო ჯამში, ისინი ქსელში 700 მლრდ წუთის განმავლობაში არიან.




934
ავტორი: FLEKS კატეგორია: სხვა
სულ კომენტარები: 0