შესვლა

დასახელება: HTML დიზაინის აწყობა
ენა: ქართული

აღწერა: ამ პატარა სტატიაში მარტივად აგიხსნით როგორ ავაწყოდ HTML დიზაინი,
სრულად რა თქმა უნდა არ არის სტატია მაგრამ იმაში გამოგადგებათ რომ HTML დიზაინის
კოდებში და მის კონსტრუქციაში გაერკვეთ.

პირველ რიგში თქვენ უნდა აირჩიოთ რედაქტორი ანუ პროგრამა რომელშიც იმუშავებთ და
HTML კოდებს დაწერთ. არსებობს ასეთი ორი სახის პროგრამა. 1.მაგალითად, WYSIWYG(What You See Is What You Get),
Adobe Dreamwever. ასეთი პროგრამები საშუალებას იძლევა იმუშაოთ კოდის წერის გარეშე. ანუ თქვენ პირდაპირ აკეთებთ იმას,
რაც გინდათ რომ ეკრანზე გამოჩნდეს, პროგრამა კი თვითონ ურჩევს კოდს. თუმცა ეს ვარიანტი HTML-ის
სწავლისთვის არ გამოგადგებათ. მე-2 ვარიანტი ჩვეულებრივი და მარტივი რედაქტორია. მაგალითად,
Notepad, Wordpad და სხვა. ამ შემთხვევაში ყველაფერს თქვენ თვითონ წერთ.

<!--HTML dokumentis magaliTi-->
<!DOCTYPE HTML PUBLIC "-//W3C//DTD HTML 4.0 Transitional//EN">
<html>
<head>
<meta http-equiv="Content-Type" content="text/html; charset=windows-1251">
<title>Our First Web-page</title>
</head>
<body>
<!--axla vuTiTebT Sriftis saxels, zomasa da fers.-->
<font face="Verdana" size="3" color="#000000">
<b>Text name</b>
<p>Text<p>
</font>
</body>
</html>

ის, რაც კოდში შავი ფერისაა კომენტარებია. მას ბრაუზერი ყურადღებას არ აქცევს და მხოლოდ იმისთვის გამოიყენება,
რომ პროგრამისტი ადვილად გაერკვეს კოდში. ლურჯად HTML კოდია, ხოლო წითლად ის, რაც ვებ გვერდზე გამოჩნდება.
დააკოპირეთ ეს კოდი და გადაიტანეთ Notepad-ში. შემდეგ გადადით File -> Save As და გვერდს დაარქვით რაიმე სახელი,
მაგალითად index და ბოლოს მიუწერეთ გაფართოება .html ან .htm ანუ მივიღებთ index.html-ს. დააჭირეთ Save-ს.
შემდეგ ჩართეთ და ეკრანზე თქვენ დაინახავთ ამ პატარა კოდის შედეგს. თუ თქვენ არ გაქვთ არანაირი გამოცდილება HTML-თან მუშაობისა,
ეს კოდი ჩინურად მოგეჩვენებათ, თუმცა თვალს რომ შეაჩვევთ და გაიგებთ თითოეული ნაწილის მნიშვნელობას,
მიხვდებით, რომ ყველაფერი ძალიან მარტივი ყოფილა.

HTML კოდი ტეგებისგან შედგება. ყველა ტეგს აქვს დასაწყისი, რომელიც <ტეგის სახელი> - ასე გამოისახება.
უმეტეს ტეგს დასასრულიც აქვს, რომელიც </ტეგის სახელი> - ასე გამოისახება.

<!DOCTYPE HTML PUBLIC "-//W3C//DTD HTML 4.0 Transitional//EN">
ვებ-გვერდი ხშირად იწყება ასეთი სტრიქონით, რომლიდანაც ბრაუზერი იგებს, HTML-ის რომელ საერთაშორისო
სპეციფიკაციას მიეკუთვნება ეს დოკუმენტი. ამ კონკრეტული კოდიდან ბრაუზერი იგებს, რომ ეს დოკუმენტი
HTML 4.0-ს შეესაბამება. ამ სტრიქონის დაწერა სასურველია, თუმცა არა აუცილებელი.

<html>
ეს არის html ტეგის თავი, რაც მიუთითებს, რომ ვებ-გვერდი აქედან იწყება.

<head>
ამ ტეგით იწყება ვებ-გვერდის "თავი". აქ ჩვენ უნდა შევიტანოთ ინფორმაცია გვერდის სათაურის შესახებ.
ასევე ამ ინფორმაციას ხედავს საძიებო სისტემა, მაგალითად Google.

<title>
რაც ამ ტეგსა და მის დასასრულს ანუ </title>-ს შორის წერია, ამ გვერდის სათაურია და ჩანს ბრაუზერის ზედა პანელზე.

</head>
ეს, როგორც უკვე მიხვდით, <head> ტეგის დასასრულია .

<body>
ამით იწყება გვერდის "ტანი" ანუ ყველაფერი, რაც ბრაუზერის ეკრანზე ჩანს: ტექსტები, სურათები, ცხრილები, ბმულები და სხვა.

</body>
ეს კი გვერდის "ტანის" დასასრულია.

</html>
ამით მთლიანად ვებ-გვერდი დასრულდა.




1162
ავტორი: hakerboy კატეგორია: ინტერნეტი
სულ კომენტარები: 6