შესვლა

ხშირად კომპიუტერს ელექტრონულ ტვინს უწოდებენ, თუმცა ელექტრონული მოწყობილობის და ადამიანის ტვინის ფუნქციონირების პრინციპები კარდინალურად განსხვავდება. თითქმის სამი წელი გავიდა იმ მომენტიდან, როდესაც აშშ-ს პერსპექტიული კვლევითი პროგრამების სამმართველომ (Defense Advanced Research Projects Agency, DARPA) გრანტი გამოუყო კომპანიას IBM კომპიუტერის შექმნაზე, რომლის მუშაობაც ადამიანის ტვინის ფუნქციონირების იმიტირებას ახდენს. წინა კვირაში IBM მოცემული პროექტის რეალიზაციაში მნიშვნელოვანი გარღვევის შესახებ განაცხადა.

«ლურჯი გიგანტის» სპეციალისტებმა ორი ექსპერიმენტული ჩიპი წარმოადგინეს, რომელთა სტრუქტურაც ადამიანის ტვინთან ახლოსაა. მათი გაერთიანება შესაძლებელია ბლოკებად, რომლებიც შემდეგში მოწყობილობის საფუძველი გახდება, რომელიც ე.წ. კოგნიტიურ გამოთვლებს განახორციელებს. ამ პროექტის საბოლოო მიზანი, რომელშიც IBM-ის გარდა მონაწილეობას მთელი რიგი უნივერსიტეტებიც იღებენ, არის მოწყობილობის შექმნა, რომელიც მიბაძავს იმას, თუ როგორ სწავლობს და ღებულობს გადაწყვეტილებებს ადამიანი, თანაც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და გაცილებით ნაკლებ სივრცეს დაიკავებს, ვიდრე არსებული მაღალმწარმოებლური კომპიუტერები. ერთ-ერთი წარმოდგენილი ჩიპი
როგორც IBM-მა განაცხადა, ორივე ექსპერიმენტალურ ჩიპს 256 ნეირონი აქვს. ერთ-ერთ მათგანს ე.წ. 262144 პროგრამირებადი სინაპსი აქვს. მეორე ჩიპს — 65536 შესწავლის სინაპსი. IBM-ის მიზანია 10 მლრდ ნეირონისა და 100 ტრილიონი სინაპსისგან შემდგარი სისტემის შექმნა, რომლის ენერგიის მოხმარება კილოვატებით გამოითვლება, ხოლო ტევადობა რამოდენიმე ლიტრს არ აღემატება.

===========================================

არ შეიძლება არ აღინიშნოს მოცემული პროექტის მიმართ ამერიკის ხელისუფლების ინტერესი. ექსპერიმენტული ჩიპების ანონსისას IBM-მა მოცემული პროექტის მეორე ეტაპის ასათვისებლად აშშ-ს პერსპექტიული კვლევითი პროგრამების სამმართველოს მიერ $21 მლნ-ს გამოყოფის შესახებ განაცხადა.




743
ავტორი: FLEKS კატეგორია: სხვა
სულ კომენტარები: 0